„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს – სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად”,- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

“ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება