“სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტიურად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოყავს ერთ-ერთ კონკურენტად”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ “POSTV-ის” ეთერში.

მისი თქმით, ყველა აღიარებს, მათ შორის “ნაცმოძრაობასთან” პირდაპირ დაკავშირებული რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომ „ნაცმოძრაობა“ უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას.

„როდესაც ეს შიდა დაპირისპირება ხდება, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დიდად არავის აღარ ახსოვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პროცესები აუცილებლად ამ პარტიის დაშლამდე მიიყვანს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს პარტია პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება ისე, რომ ვეღარასოდეს იარსებებს“ – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება