კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. ამ დროს გამოჩნდება, როგორ არ ასვენებს ადამიანს ბოროტი. ასეთი რა ვალი დაიდო, ამ ჩვენმა ცოდვით სავსე იანმა, დღემდე რომ უწევს გადახდა. ნეტავ, თავისი სამშობლოს ბედი თუ ადარდებს მისტერ კელის ისეთი ვნებით, როგორც ჩვენი?!“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის: აშშ-ის ყოლფილმა ელჩმა საქართველოში – იან კელიმ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა: “მათ უნდათ, [დეოლიგარქიზაციის] კანონს მიღმა დატოვონ ერთი ბიჭი, რომელიც ევროპარლამენტს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ამ სიმულაციით არავინ მოტყუვდება”.

გაზიარება