კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.
ხიანდრავა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” შეხვედრის აფიშას აქვეყნებს და წერს:
„ქართველთა საყურადღებოდ, გვახსოვდეს! ამ პლაკატის ავტორებისთვის – ის რაც მარჯვენა ზედა კუთხეშია მოქცეული და ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს – წმ. სამების ტაძარი და მისი აღმშენებლობა საქართველოს მტრობაა! იმას რასაც განასახიერებენ ქვედა 6 სუბიექტი და წარწერა, საქართველოზე ზრუნვა!“
