„შეგიძლიათ წაიკითხოთ, ვინ არიან ორგანიზატორები: ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო, გახსოვთ, რას ითხოვდა? – სოხუმში შეისეირნეთო. „აბა, ომი გინდათ?“ – ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა, იცით, – იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.

“ამას ითხოვდა და ეს ადამიანი არის ორგანიზატორი იმ კონფერენციის, რომელზეც მეკითხებით. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს დაორგანიზებული. პირდაპირი კორელაციაა. ადამიანი ითხოვდა ომს? ითხოვდა! გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ, რომ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ. დღეს საქართველოს ომში ჩართვას რომ ითხოვდა, გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ? და დღეს გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? “აბა, ომი გინდათო” – დამცინავი და ირონიული ტონით რომ მეკითხებით ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება