საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კითხვებით მიმართავს აშშ-ს საელჩოს საქართველოში და მათ კანადის მთავრობის მიერ სარეგისტრაციო სისტემის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას ემსახურება, აზრის დაფიქსირებას სთხოვს.

“გთხოვთ გვიპასუხოთ, არის თუ არა კანადური საკანონმდებლო ინიციატივა – “რუსული კანონი”! გთხოვთ საჯაროდ გაგვცეთ პასუხი ისეთივე გულწრფელობით და სიმართლით, რომლებსაც არ იშურებდით “ხალხის ძალის” კანონპროექტის მიმართ!

“რუსული კანონის” შემოგდებული სლოგანით, მოტყუებულ და შეცდომაში განზრახ შეყვანილ პატარა გოგო/ბიჭებში შეიძლება დატრიალებულიყო ტრაგედია, რომელიც “ხალხის ძალამ” და ხელისუფლებამ თავიდან აიცილა!!! ჩვენ ვეძებთ ამ არშემდგარი ტრაგედიის სავარაუდო ორგანიზატორებს!

თქვენი განცხადება კანადურ კანონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა! თუ ისიც – “რუსულია” – გთხოვთ მიმართოთ კანადის ხელისუფლებას, არ ჩაიდინონ ჩვენსავით საბედისწერო შეცდომა! არა “რუსულ” კანონს! თუ ის არაა “რუსული” – ველოდებით თქვენს განმარტებას “ხალხის ძალის” კერძოდ და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის რეალურ მიზეზებზე! წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის! ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ? “, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში.

გაზიარება