კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ევროპის სახალხო პარტიაში” მიმდინარე პროცესებს “ტვიტერის” გვერდზე ეხმიანება.

“გუშინ, ყრილობაზე “ესპ-მ” [“ევროპის სახალხო პარტია”] პოლიტიკური გარდაცვალების მანიფესტი გაასაჯაროვა.

საბედისწერო დაავადება “ესპ-ს” ექსთავჯდომარის პედრო არგამუნტის და თანაპარტიელების “ოცეულის” კორუფციული სკანდალით და ევროპარლამენტიდან მათი გაძევებით დაიწყო. სენი უკურნებელი აღმოჩნდა”, – წერს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ევროპის სახალხო პარტიის” წევრია.

გაზიარება