ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელ აქციას ეხმაურება.
„გუშინდელ აქციას თან ახლდა ერთი ტრაგიკომიკური ამბავი – ენმ-ს ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების ცუდად შენიღბული ქიშპი, როგორ ცდილობდნენ ერთმანეთისთვის აქციის ლიდერობა წაერთმიათ. ჩემი აზრით, პირველი ტაიმი ნიკანორ მელიამ მოიგო, თუმცა მინიმალური ანგარიშით 1:0“, – წერს ანალიტიკოსი „ფეისბუკის“ გვერდზე.