„ძალიან ყურადსაღები წერილია… კუბილიუსის და იმ მცირე ფუნქციონერი დეპუტატების იმედად დარჩენილი ევროკავშირი რომ ფსკერისკენ მიცურავს, ეგ არის დიდი პრობლემა… გუშინდელი რეზოლუციის ავტორს ტექსტი ისე შეუცვალეს, რომ მხარი არ დაუჭირა თვითონ… წარმოიდგინეთ, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით.

“იმედია, რომ ევროპარლამენტი გონს მოეგება და ერთი მუჭა “კოლექტიური კუბილიუსების” დაკრულზე არ გააგრძელებს ცეკვას.

არსებობს ერთი თავსმოხვეული “პოლიტკონიუნქტურა” და ყველა, ვინც მას არ აჰყვება, განწირულია რევიზიისთვის…

ამას ემატება ის სკანდალები, რაზეც დეპუტატთა ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ საქმეები აღიძრა…“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება