„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და არიონ სიტუაცია.
„მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, მავნებლები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იტყვიან უარს ამ მავნებლური ქმედებისგან, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები და იქნება უმკაცრესი რეაგირება. ესენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ჩემს განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ და თუ არ აღიკვეთება მათი მხრიდან მსგავსი ქმედება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და იქნებიან დაშლილი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება