მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აშშ-ის ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.

„კელი დეგნანი: “ჩვენ, ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე”.

ქალბატონო კელი! ჩვენ კი, ყველას გვსურს ვიხილოთ, ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის თითოეული წევრი ქართული საზოგადოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ღილაკს დააჭიროს და არა იმის მიხედვით, რა სურს ამერიკის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ელჩს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება