საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმაურება.

“როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტირებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ის სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია. მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში, ტროცკისაც კი შეშურდებოდა.

“რუსული… რუსული… რუსული…” – ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში…
რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: “კი, მაგრამ, რა არის ამაში ცუდი, არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?”

“შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ???”

ეს “ნასედკები”, ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ეხლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!” – ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს “პროფესორები” და ადამიანის “უფლებადამცველები”.

ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან. ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოებულია და რა საქმიანობის გამო ექს-ომბუდსმენი, მაგრამ – ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ, უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?”- წერს “ფეისბუკის” გვერდზე ქართველიშვილი.

გაზიარება