საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
“ამისკენ იღვწის, სწორედ, ბევრი ჩვენი “მეგობარი” და ახმოვანებინებენ კასიანოვს!
იარაღი უნდათ, თურმე, იარაღი და ომში ჩვენი დაფიქსირება მხარედ! ამას მოჰყვება მეორე ფრონტი და ჩვენი ქვეყნის განადგურება!“ – წერს მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.