„ვემზადებით ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გასამართად. შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას, განვიხილოთ უკრაინაში მიმდინარე ვითარება, უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება და ვიმსჯელებთ იმ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაზე, რომლითაც უნდა გაიზარდოს NATO-ს თავდაცვა“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ბუქარესტში გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ პარტნიორებს, საქართველო NATO-თვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. ეს იქნება ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.