“ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განაცხადა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს როლს ხვალინდელ ევროპაში, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, იყოს ჰაბი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
„იმ ადამიანების გარდა, ვისაც სურდათ, ხელოვნურად გაექროთ საქართველო ევროპული რადარებიდან, ყველას კარგად ესმის, რა დიდ წარმატებას მიაღწია ხელისუფლების მეთოდურმა ძალისხმევამ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ცნობისთვის: ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.