“- მერე რა რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ მთავარია – განაცხადეს “ნაცების” თავმჯდომარეობის კანდიდატებმა – მელიამ, ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მიშას გასათავისუფლებლად შეიკრიბნენ”, – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

“არ დავცინი. გულწრფელად ვამბობ, რომ არ დავცინი. არც მეცოდებიან. უბრალოდ სასურველია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც იმ ყველა სისულელის, იმ ყველა სიმახინჯის, უთავმოყვარეობის და საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ დაინახონ, რომ ტყუილზე, ძალადობაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე, სიძულვილზე ორიენტირება, ასეთ და კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ”- წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკზე”, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილთა რაოდენობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გაზიარება