„იმდენად გადაგვარებულები არიან, რომ უბედურებით სარგებლობის გარდა, სხვა ვერაფრით ახერხებენ საკუთარი ნაძირლობის რეალიზებას“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე.

„როგორი გადაგვარებული სექტააა… ამხელა ტრაგედია მოხდა, სამძიმარსაც ვერ ბედავ, დუმხარ და დაზაფრული ეცნობი ინფორმაციას…

ეს ავადმყოფები კი უბედურებიდან უბედურებამდე არსებობენ, საზრდოობენ და ასე ცოცხლობენ.

არ გეგონოთ, ასეთ “ჯიბის სექტანტებზე” მორჩება. დააცადეთ, გამოენთნონ ახლა ამათი მამა-მარჩენალი პოლიტიკანები, გამოეხმაურებიან გაბადრული სახეებით – თითქოს რაიმე გამარჯვებას მიაღწიეს…

რა ჯიშის ხართ? ასეთებად იქეცით თუ თავიდანვე ნაძირლები იყავით?!“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება