„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს „წამოცდენებისგან“ თავის შეკავება ურჩია.

„ბატონი რომანი გამოვიდა და თქვა, – ამ კონგრესში ან ლობისტი ვერ იშოვეთ, ვერავინ მოისყიდეთო… მერე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაზე ჩვენ გველაპარაკებიან. ანუ, თუ იმან რაღაც თქვა ცუდი შენს ქვეყანაზე და შენ უპასუხე, ეს არის თავდასხმა და იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია. ბატონო რომან, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ, ძალიან გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით ამ სფეროში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება