„ქ-ნ ინგა თოდრიას მიერ მომზადებული და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით წარდგენილი ნებისმიერი ინსტრუქცია/რეკომენდაცია ემსახურება სასამართლო სისტემის დესტაბილიზაციას, მოსამართლეების ხელოვნურ დაყოფას „კვალიფიციურ“, „საქმისადმი ერთგულ“ და სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ძირის გამომთხრელ მოსამართლეებად (რაც საელჩომ ზემოთ მოყვანილ განცხადებაში დააფიქსირა), რასაც შედეგად გარდაუვლად სახელმწიფოში მართლმსაჯულების სისტემაში ქაოისის შეტანა და საბოლოოდ ჩამოშლა მოყვება“, – ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის ზურა ქადაგიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

მისი თქმით, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ძალისხმევა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი გაძლიერებისაკენ იყოს მიმართული.
„არ დავუშვათ ისეთი სახის უპრეცედენტო გარე ჩარევების (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) განხორციელება, რაც გამოიწვევს ხელოვნურ კოლაფსს მართლმსაჯულებაში და პოლიტიკურ კრიზისს, რითაც ისარგებლებს რადიკალური ოპოზიცია, ანალოგიურად 2003 წლისა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაზიარება