პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული პოლიციელის – ოთარ ღვინაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
პრემიერი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.
ცნობისთვის: ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა.


