პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაცია პრემიერის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ.
მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე – მშენებლობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება