„ისინი(რადიკალური ოპოზიცია) დღესაც შოკში არიან და აგრძელებენ ბრძოლას ადამიანთან, რომელიც არ არის საერთოდ პოლიტიკაში, წარმოუდგენელი რაღაცაა. სინამდვილეში, ისინი ებრძვიან ფაქტორს. ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში”, – აღიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.

მისივე თქმით,  ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის ფაქტორთან ბრძოლას ნიშნავს.

„ადამიანი რომელიც საერთოდ არ ერთვება პოლიტიკურ პროცესში, დღემდე არის ფაქტორი და ასე იქნება მომავალშიც  და ყველა ვინც მას ებრძვის, სწორედ ამ ფაქტორს და ამ შედეგს ებრძვის, ეს შედეგი არის სტაბილურობა, სიმშვიდე და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში, მთავარი მიზანი არის არა პიროვნებასთან დაპირისპირება, ეს პიროვნებასთან დაპირისპირება არის გზა იმ მიზნისკენ, და მიზანი არის ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, სიმშვიდის არევა და მშვიდობის დარღვევა. ეს არის პირდაპირი საბოლოო მიზანი ამ შეტევის, რომელიც ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე იმიტომ, რომ ის არის ფაქტორი მშვიდობის, სიმშვიდის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამას ებრძვიან, მშვიდობას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში. ესენი არიან ომის პარტია, პირდაპირ, ყოველ ჯერზე ისინი ამას ამტკიცებენ. ისინი არიან პარტია, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში არეულობა და მათთვის ერთადერთი შანსი არის სწორედ მშვიდობის და არეულობის დარღვევაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება