„არცერთი თეთრით ბიძინა ივანიშვილს, არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია“, – განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილისგან არანაირ დაფინანსებას არ ღებულობს.
“სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.