,,დეოლიგარქიზაცია ჩვენი მოგონილი ხომ არ არის. ჩვენ საერთოდ არ დაგვიწყია ამაზე არც საუბარი, არც ფიქრი. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რაღაც გაგებით, დევნას. უკრაინაშიც ხდება, რა? ადამიანები არიან მიჩნეული ოლიგარქებად და ისინი, რაღაც გაგებით, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად – იდევნებიან”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE-ში’’.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის მოწოდებაა, რომ ოლიგარქებს არ ქონდეთ გავლენა პოლიტიკაზე, სწორედ ამ მოწოდებას მიყვება ,,ქართული ოცნებაც’’.

,,რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, მთელმა რიგმა ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, შეძლებულმა ადამიანებმა დათმეს საკუთარი ტელევიზიები, ანუ ლეგალურად ქონდათ ტელევიზიები და მოუწიათ დათმობა. ანუ პრაქტიკულად, დევნა განხორციელდა მათი. ადამიანებს კანონიერად ქონდათ ტელევიზიები და ერთ-ერთმა, მაგალითად დათმო სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთარი მედიასაშუალებები. ეს ევროკავშირის მოწოდებაა, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. ისინი ამბობენ, რომ ოლიგარქები უნდა იყვნენ განდევნილი პოლიტიკიდან და შესაბამისად, მივყვებით ამ რეკომენდაციას. არიან კონკრეტული ოლიგარქები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის, თვითაღიარებული, აღიარებული ოლიგარქები, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, როგორიც არის ჭუტა და ა.შ. ევროკავშირი გვეუბნება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, მათ არ უნდა ქონდეთ ასეთი ჭარბი გავლენა პოლიტიკაში. ჩვენ მივყვებით ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც სწორედ, ერთგვარ დევნას უკავშირდება’’, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება