“ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი, – განაცხახა „იმედის კვირაში“ სტუმრობისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ახლახან მიღებული ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტზე.

„ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი ცვლილებების ინიცირებას, ყველაფერზე ინფორმირებული არიან.

მათ აქვთ სრული ინფორმაცია. აქ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი. მათ ამოძრავებთ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის შედეგია, აბსოლუტურად გაუმართავი და უსამართლო ჩანაწერები, რომელიც გვხვდება ევროპარლამენტის თუ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ტექსტებში. ესეც მორიგი ამის გამოვლინებაა. ამ რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ნულოვანი ფასი.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არის სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *