“მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდია“.
მისივე თქმით, მთავრობა თანაბრად ზრუნავს და უფრთხილდება, როგორც ქვეყნის დასავლურ კურსს, ასევე საქართველოს სუვერენიტეტს.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს – ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით როგორც დასავლური ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.