“რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ რადიკალიზმმა რომელსაც ისინი აღვივებდნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით გადაინაცვლა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ “ნაცმოძრაობა” სუსტდება, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება