„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს – პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

გაზიარება