„უკრაინამ მიიღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელსაც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ საქართველოში განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია; არ დავუშვათ საქართველოში ოლიგარქების ძალაუფლებაში დაბრუნება.

ოპოზიციას აქვს საპირისპირო ინტერესი – მათ სურთ სწორედ, რომ ოლიგარქები დაბრუნდნენ საქართველოში და ხელახლა მოიპოვონ ძალაუფლება.

ჩვენ კარგად გვაქსოვს, როგორ იყენებდნენ ძალაუფლებას ბოროტად, მაგალითად, კეზერაშვილი, სააკაშვილი და სხვები. ამის არდაშვება არის ჩვენი სუბიექტური და ობიექტური ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება