„ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერც პოლიტიკური და ვერც ფინანსური შანტაჟით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები საქართველოში ვერც მშვიდობას და სიმშვიდეს დაარღვევენ, ვერც ეკონომიკურ წინსვლას შეაჩერებენ და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს შეაჩერებენ“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ცდილობს, პოლიტიკაში იმ ღირებულებებითა და პრინციპებით იმოქმედოს, რომლის მაგალითსაც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა იძლეოდა.
„ამდენად, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეებისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მისი პოლიტიკა ზუსტად ისევეა მიუღებელი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. საქართველო გაიმარჯვებს!“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.