თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში თსუ-ში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, აუდიტორიაში ლექციიის ჩაშაშლელად პროვოკატორები იმყოფებოდნენ, რომლებსაც მითითებებს “ნაცმოძრაობის” წევრი გიორგი მუმლაძე აძლევდა. სტუდენტის თქმით, ადგილზე იმყოფებოდა “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფიც.
“დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა.
ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით როგორც ჩანს.
და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, “ნაცების” კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.
ან რას უხდიან, ან რას პირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ”,- წერს სტუდენტი “ფეისბუკზე”.