„ეს ყველაფერი თითქოს სასაცილოა უკვე, მაგრამ შინაარსში თუ შევალთ, სასაცილო კი არა, ეს ტრაგედიაა… ვინც ჯარი გაყიდა, ვინც ჩვენი გმირების საბრძოლველი მასალებით გახდა მილიარდერი, ვინც ატერორებდა ბიზნესს, ვინც აჩოქებდა და იარაღით აშინებდა ყველას, ის ადამიანი ახლა რომელიღაც კუნძულზე ზის და, ჩვენი ბიჭების სისხლით გამდიდრებული, კვლავ ბედავს და მობრუნება უნდა ხელისუფლებაში“, – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კეზერაშვილის ბანაკშია მერაბიშვილი – კაცი, რომელიც ცოლის დავალებით სასაფლაოზე ბიჭებს კლავდა, გვამებს ითხოვდა, მკვლელობებს გეგმავდა და თავისივე გამოზრდილი “შპანათი” ახორციელებდა.

„ერთი მხარე დავინახეთ და, ამავე დროს, მეორე ფრთა. ვინ არიან?
პატიმართა მწამებელი, ყველაზე დიდი ბოროტების განმახორციელებელი, ახალგაზრდა ბიჭების ქუჩაში ჩამხოცავი, ჩვეულებრივი ჯალათი ახალაია და მისი ძებნილი, არანაკლები მანიაკი და ქართველთმოძულე ძმა – დათა!!!
ვგიჟდები, რა, ეს ხალხი, წესით, სამუდამო პატიმრობაში უნდა იყვნენ, მათი ქონებები უნდა იყოს ჩამორთმეული, და რას ვხედავთ? მათ ბრძოლას შურისძიებისა და ქართველების ბოლომდე განადგურების მისაღწევად!!!

თითქოს ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ რეალურად, ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია!!!“ – აცხადებს ირაკლი ლატარია.

გაზიარება