უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური ქაოსია.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ დესტრუქციული პოლიტიკური პროცესები, რაც შიდა დესტრუქციამდე მივიდა. მუდმივად იძახდნენ რიგგარეშე არჩევნებს და ეს რიგგარეშე არჩევნები დაუდგათ პარტიის შიგნით. პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც ქვეყნისთვის ჰქონდათ შეთავაზებული, – ეს რეალობა დაუდგათ პარტიის შიგნით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი, ამავდროულად, ხდება იმისთვის, თუ ვის დააფინანსებს კეზერაშვილი, ვის ექნება მისი ფული. ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს ეს შეკითხვა – კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული. ამ ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებაზეა ახლა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება