„მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით, ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ჰყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მელიასაც ჰყავს თავისი დამცველები“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გაზიარება