„სტრატეგია აღმაშენებელი ულტიმატუმს უყენებს პარლამენტს, რომ თუ მე ვინც მინდა, იმას არ განიხილავთ, მაშინ არაფერში ჩავერთვები. არც არაფერში ჩართულან აქამდე და ახლაც თუ არ ჩაერთვებიან, ამით არაფერი დააკლდება პროცეს”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ომბუტსმენობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა თავი გასაუბრებას, რაც უპატივცემულბის გამოხატულებაა.
“ამით, ფაქტობრივად, ნაზი ჯანეზაშვილმა აჩვენა რომ ის სახალხო დამცველის რეალური კანდიდატი კი არა, ანგაჟირებული, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის გამომხატველი იყო. ამაში ნათლად გამოაჩინა თავისი თავი და ყველა მის თითქოსდა საქმიანობას, როცა უნდოდა, რომ მათ შორის, სასამართლოს საქმეში, როგორც ექსპერტი დამოუკიდებელი პოზიციის გამომხატველი ყოფილიყო. ყველაფერ ამას, თავისი ამ განცხადებით, ხაზი გადაუსვა.
ჩვენ დავინახეთ ცხრამეტივე ადამიანის უნარები, შესაძლებლობები, მათი სახე, მათი განვლილი გზა და მათი მომავალი ხედვები. აქედან გამომდინარე, ჩვენი არჩევანი დღეს გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება. ეს იყო ამ პროცესის მთავარი მიზანი, რომ პარლამენტს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ, როგორც ვთქვით, კანდიდატს არ ვაყენებთ, მაგრამ ცხრამეტივე ადამიანი კანდიდატად უკვე დაყენებულია, ამიტომ აქედან, ჩვენ ასარჩევი გვეყოლება – ერთი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.