„მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა და კიდევ ერთხელ ამაყი ვარ ამით. ვუსურვებდი აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები, რაც არის, მათ შორის ეუთო/ოდირის, არც ერთი არ ჰქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. მე მინდა, ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი – იმიტომ, რომ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი და რატომ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

“ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, მერამდენე დღეა, გვაინტერესებს – იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტატეგიული პარტნიორები არიან. რაც ჩვენ ეუთო/ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი, სადაც არის პოლარიზაცია, მოსყიდვა, დაშინება… შემაშფოთებელია და, თუ არის საშუალება, ალბათ, დავგმობდი. ჩვენ აშშ-ს, ისევე, როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს, ველოდებით და ვუყურებთ როგორც მაგალითის მომცემს და, როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია”, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება