,,ის გრაფიკი, რაც გვაქვს შემოთავაზებული, თითოეულ უწყებას და სამინისტროს გადაჭარბებით, გეგმაზე უფრო მეტად აქვს შესრულებული და ამით ძალიან ვამაყობთ”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა ,,იმედი LIVE-ში“.

როგორც ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები სიტუაციის მათ სასარგებლოდ წარმოჩენას ცდილობენ.

,,ამ დროს, როგორც სჩვევიათ ამ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს (თუ ფასიან აქტივისტებს, – ვინც არიან)… კუბილიუსები, ფოტიგები, გრეგოროვები და, მათ შორის, ქალბატონი რაისა, როგორც მე ვეძახი… სულ 10 ადამიანია, ვინც პირდაპირი ლობისტები არიან. ევროსაბჭოში ბოლო წუთს რომ შეაცურეს რეზოლუციაში განცხადება. საქართველოს მოსახლეობამ რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე: ე.ი. სააკაშვილი, თურმე, არის პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გაძარცვა ჩვენი მაგარი ბიჭები… წაგებული ომის შემდეგ გამხდარი მილიარდერი – ეს ადამიანი არის, თურმე, მედიამაგნატი და ჩაწერეს, რომ მას დევნის საქართველოს ხელისუფლება.

ეს სიმართლედ რანაირად უნდა მივიღოთ?! რანაირად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს რეზოლუცია არის სამართლიანი და ადეკვატური?! ბუნებრივია, გაგვიჭირდება, ხომ? იმიტომ, რომ სიცრუეა! არასდროს არ გახდება სააკაშვილი პოლიტპატიმარი. იმიტომ, რომ ის კონკრეტულად იხდის სასჯელს, კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელიც გამოიტანა, მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ. რაც შეეხება კეზერაშვილს, კომენტარს, ამ ეტაპზე, აღარ გავაკეთებ”, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება