საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებას სერიოზულად ვერ აღიქვამს. მისივე თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას შედეგი არ ექნება.
„ამ ე.წ. ტროიკას რა შედეგი უნდა ჰქონდეს – არაფერი. პროცენტი იქნება ისევ 1 ან 1,5 ჯამში, თუ მანამდე არ დაიშალნენ. ეტყობა, ვიღაცას, მორიგ შეძლებულ ადამიანს ატყუებენ, რომ დაფინანსების ფული გამოსძალონ. მე არ მაქვს საფუძველი, სერიოზულად აღვიქვა ე.წ. ტროიკა და მათი ამბიციები. ერთმანეთს ატყუებენ და დაიშლებიან“, – აცხადებს ზარქუა.