„კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE-ში“, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია.

„ისინი პირდაპირ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები. ასე რომ არ გამკვირვებია. უბრალოდ გაოცებული და შოკირებული ვარ, როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი მათ შორის კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით თურმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით ველოდები ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას“, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება