„ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენების და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება. ბუნებრივია, ხაბე უფრო მეტი შემსრულებელია, ვიდრე მელია სავარაუდოდ, როგორც იკვეთება“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.
მისი თქმით, არაერთხელ ვნახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გაყვა მათ პროვოკაციებს, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით და საერთაშორისო ფასიანი ლობისტების მხარდაჭერით.
”კიდევ ერთელ ვაფრთხილებ, ის ვინც გადააბიჯებს ჩვენს კონსტიტუციას, ვინც ოდნავ მაინც კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანს ჩვენს ახალგაზრდებს და გამოიყენებს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაისჯება უმკაცრესი ჩვენი კანონმდებლობით. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ და მათაც უნდა იცოდნენ.
არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ რომ საქართველის ინტერესებში არ შედის მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მშვიდობიან გარემოში ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ და ამას აკეთებს ბატონი ღარიბაშვილი მთავრობასთან ერთად. ეს ვერ აპატიეს ამ ქვეყანას, და ამიტომაც არის რომ გამუდმებით ებრძვიან“, – განაცხადა ზარქუამ.