“რაც არ უნდა მოგვიწოდონ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, მათ შორის უშიშროების ხელმძღვანელებმა, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს არ არის ჩვენი მისწრაფება, ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE-ში“.

მისივე თქმით, ეს საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს. დღემდე კიდევ აქვთ მორიგი მცდელობა, ეს არის დაკვეთა დასავლეთიდან, გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

„რატომ ხდება ეს გადარჩევა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამით გონიათ რომ ახალ მუხტს შეიძენს ეს მოძრაობა, ხალხს გამოიყვანენ, გადატრიალებას მოაწყობენ და შემდეგ ჩაერთვებიან მეორე ფრონტზე. ეს არის დაკვეთა დასავლეთიდან, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვინც გითხარით, მათ შორის კუბილიუსები, ფოტიგები, გრეგოროვები, რაისა და ა.შ. არ გამოუვათ, რაც არ უნდა ჩაწერონ ის უსამართლო ჩანაწერი, რომ კეზერაშვილი არის პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარი სააკაშვილი, არ გამოუვათ. უბრალოდ ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან ჩვენ მოსახლეობას ავუხსნათ რომ დიახ, ევროპა არის სამართლიანობა,  ევროპა არის კონკურენცია და განვითარება. მე მგონია, რომ ასეთი ფასიანი ლობისტები დროებითი მოვლენაა ევროპულ პოლიტიკაში და მალე წარსულს ჩაბარდებიან“, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება