“მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ახლა ჩალის ფასი აქვს. ამას გააკეთებს, ხაბეს ვიცნობ, ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან, კონკურენტები არიან“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

მისივე თქმით, მცდელობაა, რომ რადიკალიზაცია მოხდეს, კლანებს შორის დაპირისპირება გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის.

„სხვათა შორის, მე ბატონ რომან გოცირიძეს ვისურვებ, ყველაზე აკადემიური,  გამოცდილი კაცია და ადეკვატური, მე მხარს ვუჭერ მას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც უნდათ ის უქნიათ, ეს მათი შიდა სამზარეულოა, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე დამთავრებულია მათი ამბავი. იქ რეალურად რა ხდება, ესენი ხომ ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, ჩვენ გმირ ბიჭებს რომ ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი რომ გახდა შემდეგ, ამ ადამიანის ფულია, ცალკეულ ტელევიზიებსაც აფინანსებს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა  ზარქუამ.

გაზიარება