,,პირდაპირ გეტყვით, მათი ამოცანა არის მეორე ფრონტის დაკვეთა – ეს ომის პარტია და გლობალური ომის პარტია, რომლებმაც არაერთხელ სცადეს, რომ საქართველო ომში ჩართულიყო”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა ,,იმედი LIVE-ში“.

მისივე თქმით, სააკაშვილის აქ ჩამოყვანა, შემდეგ – რევოლუციური სცენარების მცდელობა, პირველი, მეორე, მესამე ტალღები ერთადერთ ამოცანას – საქართველოში რევოლუციის მოხდენას უკავშირდებოდა.

„ამას ვერ მიაღწიეს. გამორიცხულია – საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება – იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში და ამიტომაც არის, რომ ისინი მაინც აგრძელებენ მსგავს ქმედებებს.

ერთი არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და ახლა რა მცდელობა აქვთ? თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ესეც ხომ იცით, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გადასწიეს მომავალი წლისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მაქსიმალურად უახლოებენ საარჩევნო პერიოდს და კანდიდატის სტატუსი… და არ ვიცი, მე, კიდევ ერთხელ, არ მინდა ეს დავიჯერო, რომ საქართველოს მოსახლეობის სანუკვარ ოცნებას და „ქართული ოცნების“ სანუკვარ ოცნებას – რომ ჩვენ მივიღოთ დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი, უარი ეთქვას და ამას მოჰყვეს შემდეგ ქაოსი და არეულობა. ამისთვის არის მზადება. როგორ შეიძლება, ვინმემ ამიხსნას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი არის მედიამაგნატი, რომელსაც დევნის საქართველოს ხელოსუფლება?!” – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება