“თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება. ვისურვებდი, ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE-ში”.
მისივე თქმით, კუბილიუსების ზემოქმედებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰარცელი, ძალადობდა განსხვავებული აზრის გამო და იძულებული გახადეს ეს ადამიანი, რომ გადამდგარიყო.
„ის რაც მოვისმინეთ ბატონი დევიდ ლისგან, შეგეხსენებთ, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, არც „ქართული ოცნების“ წევრია, არც ჩვენი მხარდამჭერია, უბრალოდ საქართველოს მეგობარია და ხელმძღვანელობდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციას, რომლის ამოსავალი და მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიცია შემოეტანა“, – განაცხადა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა: “თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება, ვისურვებდი, ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს”
