„სრული ანომალიაა – ასე თითქმის არასდროს ხდება, რაც მთლიანობაში აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ამ დოკუმენტის გარშემო. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ევროპარლამენტში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

“ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა, არის კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება. ეს ფულთან არის დაკავშირებული თუ სხვა რამესთან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მაგრამ კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოხატულება. თავისთავად, ის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცა საქართველოს თემაზე ევროპარლამენტმა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა და, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს ამ პრობლემას, რომელიც იკვეთება ამ ინსტიტუტში“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება