„შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით – სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!“- წერს ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შეუძლებელია, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც ქართველ ხალხს 9 წელი აცხოვრეს.
მისივე თქმით, ის, რომ, სააკაშვილი ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი, მას არ თავისუფლებს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობისგან
“დაუძინებელი მეგობრების” დასანახად პრანჭვის და თავის მართლების დრო არ არის! რა ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ემპათია და ლომჯარიას კონსილიუმი?!
მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის მმართველობა შობს მეგის ქარდავას, ჭაკუას და “კასტილებიან” კაცს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს შეუძლია, დაუსრულებელ სტრესში ამყოფოს ქვეყანა 20 წლის განმავლობაში!“ – აცხადებს შაქარიშვილი.