„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

„ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ და ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს…“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება