საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში “პოლიტიკური ლპობის პროცესი” მიმდინარეობს.

„ჟონავდა ინფორმაცია, აქა-იქ იყო იმის ნიშნები, თუმცა, ამას საგულდაგულოდ უარყოფდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“, ყველა მესვეურები – ახლა რომ სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებ, რომ ეს არ არის ის ტენდენცია და პროცესი, რომელსაც რომელიმე ჯგუფი, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიესალმება. ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რეალურად ეს არის ამ პარტიის პოლიტიკური ლპობის პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება