„საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ ის არის თაღლითი და სიმულიანტი. საზოგადოებას კი უთხრა, რომ არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, ხოლო თუ რამე აწუხებს, მხოლოდ თვითდაზიანების შედეგია.

მოკლედ, საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიშას უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე. ბევრს ბაქიბუქობდნენ მისი ადვოკატები, – ამ უარს სტრასბურგში წავიღებთ და კუდით ქვას ვასროლინებთ ხელისუფლებასო, მაგრამ არ წაიღეს. იცით რატომ ვერ და არ მიმართა სააკაშვილმა სტრასბურგს? იმიტომ, რომ სიმულირებს და რეალურად არანაირი პრობლემა არ აქვს”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

“ზუსტად იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად დაადასტურებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ ჩამოანგრევდა მის მოგონილ “ავადმყოფობას”. აი, ამიტომ არ წაიღეს ეს საქმე სტრასბურგში და დაკვეთილი სტატიებით ცდილობენ ხალხის დაბოლებას, მაგრამ აღარც ეს სჯერა ვინმეს…“ – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება