ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი წელს უპრეცედენტოდ, დაახლოებით 800 მილიონი ლარით, გაიზარდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა გაზრდილი პენსია. 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის გასაცემელი გაიზარდა 65 ლარით, 70 წელს ქვევით პენსიონერებისთვის კი 35 ლარით.

“გაზრდილი თანხის ძირითადი ნაწილი სოციალური გასაცემლების სფეროზეა მიმართული.

მაქსიმალურად არის გაზრდილი პენსიები, ასევე გაზრდილია შშმ პირების შემწეობა და სხვადასხვა დანამატები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებზეა გათვლილი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გაზიარება